2020 წლის 6 ერის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის 6 მორაგბე იბრძვის

2020 წლის 6 ერის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის 6 მორაგბე იბრძვის

6 ერის ოფიციალური ვებგვერდი წლევანდელი ტურნირის საუკეთესო მორაგბეს ასახელებს. 

ნომინაციაში 6 მორაგბეა წარდგენილი: მესამეხაზელი გრეგორი ალდრიტი, ჰავბექი ანტუან დუპონი და მგეზავი რომან ნტამაკი (სამივე საფრანგეთი), მეორეხაზელი მარო იტოჯე და ჰავბექი ბენ იანგსი (ორივე ინგლისი) და მესამეხაზელი სიჯეი სტენდერი (ირლანდია). 

როგორც იცით, წლევანდელი 6 ერი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც საფრანგეთის მსგავსად 18 ქულა დააგროვა, მაგრამ გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით "წითელმა ვარდებმა" უკეთესი ბალანსი აჩვენა და ტიტული მოიპოვა.

გამოკითხვაში მონაწილეობა ამ ბმულზე შეგიძლიათ

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)