ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო თასის მონაწილე გასვლაზე დაამარცხა (VIDEO)

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო თასის მონაწილე გასვლაზე დაამარცხა (VIDEO)

ურუგვაის ნაკრები მონტევიდეოში ესპანეთს დაუხვდა და 20:32 დამარცხდა.

მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და საწყის წუთებში ათქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ, თუმცა მალევე სტუმრები გააქტიურდნენ და მალევე ორი ლელოს დადება მოახერხეს, ტაიმის ბოლოს კი ჯარიმაც გაიტანეს და ტაიმი 10:15 დასრულდა.

მეორე ნახევარი ძალზე დაძაბული გამოდგა. ურუგვაიელებმა 68-ე წუთზე ლელო დადეს და წინ გავიდნენ, მომდევნო ხუთ წუთში კი გუნდებმა თითო ჯარიმა შეასრულეს ზუსტად და მატჩის დასრულებამდე ურუგვაი 20:18 იგებდა, მაგრამ მატჩის დასკვნით ოთხ წუთში ესპანელებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს, რომელთაგან ბოლო ძალიან ლამაზი გამოდგა და "ლომებმა" 12-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

ურუგვაის და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს კიდევ ერთხელ 6 ნოემბერს შეერკინებიან. 

აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით ესპანეთის ნაკრები "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა და მე-16 ადგილამდე აღზევდა, ხოლო ურუგვაი მე-18 საფეხურამდე დაქვეითდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)