საფრანგეთში რამდენიმე სარაგბო ტურნირი შეწყდება

საფრანგეთში რამდენიმე სარაგბო ტურნირი შეწყდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ოთხშაბათს საყოველთაო კარანტინი მეორედ გამოაცხადა, რომელიც ძალაში 30 ოქტომბრიდან შევიდა და ოთხი კვირის განმავლობაში, 1 დეკემბრამდე დარჩება. 

შეზღუდვებით თანახმად, დაიხურება რესტორნები და კაფე-ბარები, რომლებიც მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. იკრძალება რეგიონებს შორის გადაადგილება და მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ. 

თავდაპირველადვე ითქვა, რომ კარანტინის პირველად გამოცხადებისგან განსხვავებით, ამჯერად პროფესიულ სპორტს საფრთხე არ შეექმნებოდა. შესაბამისად, ნოემბერში საფრანგეთის ნაკრები შინ თამაშს შეძლებს, ოღონდ დახურულ კარს მიღმა. ასევე გაგრძელდება ტოპ 14 და პრო დ2, ასევე უმაყურებლოდ.

მაგრამ, მოხდება სხვა ტურნირების გადადება. საფრანგეთის რაგბის კავშირმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფედერალ 2 და ფედერალ 3 იანვრის დასაწყისამდე შეწყდება. საფრანგეთის რაგბის კავშირს იმედი ჰქონდა, რომ მოხდებოდა პირველი ოთხი დივიზიონის გაგრძელება, მაგრამ "მიდი ოლიმპიკის" ცნობით, ასე არ მოხდება.

ფედერალ 1-ის (მეოთხე დივიზიონი) შეჯიბრებას სამოყვარულო სტატუსი აქვს, ხოლო მთავრობის დადგენილება კარანტინის პერიოდში სამოყვარულო სპორტს კრძალავს. განსხვავებული მდგომარეობა გახლდათ ნასიონალ ლიგის (მესამე დივიზიონი) გარშემო, რადგან ეს დივიზიონი ნახევრად პროფესიული გახლავთ და მასში 14 ელიტური სამოყვარული გუნდი ასპარეზობს. როგორც იწერება, შესაძლებელი იყო, რომ ეს ჩემპიონატი განახლებულიყო, მაგრამ ორშაბათს საფრანგეთის რაგბის კავშირთან ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ, კლუბების უმრავლესობამ (14 კლუბიდან ათმა) მოისურვა, რომ შეჯიბრება შეჩერდეს. კლუბებს არგუმენტად მოჰყავთ, რომ კარანტინის გამო შემოსავლის დიდი ნაწილი დაკარგეს და ამ პირობებში, სავარჯიშო პროცესის და მატჩების ჩატარებისთვის შესაბამისი პირობების მოწყობა ძალიან გაუჭირდებათ.

სავარაუდოდ, ფედერალ 1 და ნასიონალი 10 იანვრამდე შეჩერდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამშაბათს დილით მარკუსში საგანგებო სხდომა ჩატარდება და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. ჯერჯერობით უცნობია, განახლდება თუ არა ქალთა სარაგბო ტურნირები - ელიტა 1 და ესპუარები. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)