სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათ-კვირას სანაკრებო რაგბიში რამდენიმე მატჩი გაიმართა, შესაბამისად "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში რამდენიმე ცვლილება დაფიქსირდა.
6 ერის ბოლო ტურში საფრანგეთმა შინ ირლანდია 25:17 დაამარცხა, რითაც 0.81 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, "სამყურებს" პოზიცია გადაუცვალა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. შოტლანდიამ კი სტუმრად უელსს 14:10 სძლია, 1.39 ქულა მოიხვეჭა და მერვედან მეშვიდე საფეხურზე გადაინაცვლა.
ახალმა ზელანდიამ 3 ერის პირველ ტურში ავსტრალია 43:5 გაანადგურა, რითაც 0.72 ქულა შემატა აქტივს და 91.84 ქულა დააგროვა, თუმცა ლიდერ სამხრეთ აფრიკას კვლავ სოლიდური სხვაობით ჩამორჩება, რომელსაც 94.20 ქულა აქვს. როგორც იცით, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო "სპრინგბოკსი" 2020 წელს ვერ ითამაშებს. 0.72 ქულა დაკარგა ავსტრალიამ, რომელმაც მეექვსე ადგილი შეინარჩუნა, თუმცა შოტლანდიას მხოლოდ 0.11 ქულითღა უსწრებს.
ტესტ-მატჩი შედგა მონტევიდეოში, სადაც ესპანეთმა ურუგვაი 32:20 დაამარცხა, 1.33 ქულა მოიპოვა, ორი პოზიციით წინ წაიწია და მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. ესპანელებმა აშშ-ს და ურუგვაის გადაუსწრეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.