დიდი 10: აიამ გორში დიდი სხვაობით იმარჯვა

დიდი 10: აიამ გორში დიდი სხვაობით იმარჯვა

© გოგიტა ბუხაიძე

დღეს დიდი 10-ის "ბ" ჯგუფში ერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა.

"ჯიქი" გორში "აიას" დაუხვდა და დიდი სხვაობით 3:44 დამარცხდა. ქუთაისელებმა მეტოქე ექვსჯერ დაალელოვეს, რომელთაგან ოთხი გარდასახვა გიორგი ბაბუნაშვილმა შეასრულა ზუსტად და კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. რაც შეეხება ლელოების ავტორებს, თავის გამოჩენა მიხეილ ბაბუნაშვილმა, გიორგი ბაბუნაშვილმა, ლაშა შალიკაშვილმა და ზურაბ ძნელაძემ შეძლეს, ხოლო ირაკლი სიმსივე დუბლით გამოირჩა. გორელთაგან ერთადერთი ჯარიმა საბა ნიკოლავამ გაიტანა. შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ ქუთაისელთა კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი დასახელდა. 

"აიას" სამიდან სამი მოგება აქვს, აქედან ორ შემთხვევაში ბონუსიც აიღო და "ბ" ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს.



კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)