სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© ანი ბერთლანი
დღეს დიდი 10-ის "ა" ჯგუფში ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა.
თბილისური დერბი შედგა "ლელო არენაზე", სადაც ადგილობრივი "ლელო სარასენსი" "ლოკომოტივს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 19:17 სძლია. მასპინძლებმა ტაიმი 13:3 მოიგეს, დიტო კალანდაძემ მე-19 წუთზე ლელო დადო, ხოლო ბექა აბულაშვილმა გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა. სტუმართაგან ერთი ჯარიმა ბექა წიკლაურმა შეასრულა ზუსტად.
მეორე ნახევარი "ლოკომოტივმა" უკეთ ჩაატარა და ორი ლელოს დადება მოახერხა, რომლებიც ვახტანგ ქვათაძის და ირაკლი ქვათაძის ანგარიშზეა. წიკლაურმა ორივე გარდასახვა გაიტანა. მასპინძლებს მეორე ნახევარში ლელო აღარ დაუდიათ, მაგრამ ბექა აბულაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა, მათ შორის გადამწყვეტი ბოლო წუთზე და "ლელო სარასენსმა" 19:17 იმარჯვა. შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ ბექა ყორიაული დასახელდა.
"ხარები" რუსთავში "იუნკერებს" დაუხვდა და 17:20 დამარცხდა. მასპინძლებმა ტაიმი 7:6 მოიგეს. რუსთაველთაგან ლელო ვაჟა ხუციშვილმა დადო, ხოლო სტუმართაგან რამაზ ხარაზიშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა. მეორე ნახევარი "იუნკერებმა" უკეთ დაიწყეს და ჯერ გიორგი კურტანიძემ, შემდეგ კი გუგა შენგელიამ დადეს ლელოები. ორივე გარდასახვა ხარაზიშვილმა შეასრულა ზუსტად. მამუკა მინდორაშვილის შეგირდებმა 76-ე წუთზე ერთი ლელო დადეს და სხვაობა შეამცირეს, ლელო ლექსო მელიქიშვილმა მიითვალა, რომელიც გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახა და მატჩი 17:20 დასრულდა. "ხარებმა" სეზონი ცუდად დაიწყო, გუნდს სამიდან სამი მარცხი აქვს. შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ გუგა შენგელია დასახელდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.