რამდენმა მილიონმა ადამიანმა უყურა საფრანგეთის მოგებულ მატჩს ირლანდიის წინააღმდეგ?

რამდენმა მილიონმა ადამიანმა უყურა საფრანგეთის მოგებულ მატჩს ირლანდიის წინააღმდეგ?

საფრანგეთის ნაკრებმა გუშინ 6 ერის ბოლო ტურში "სტად დე ფრანსზე" ირლანდია ბონუსით 35:27 დაამარცხა და ტურნირის მოსაგებად მხოლოდ გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსი დააკლდა, რაშიც ინგლისს ჩამორჩა.

აღნიშნულმა მატჩმა ფრანგ გულშემატკივრებში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, France 2TV-ის პირდაპირ ეთერში საფრანგეთი - ირლანდიის მატჩს 5.6 მილიონმა ადამიანმა უყურა, ხოლო შეხვედრის ჩანაწერის ნახვებსაც თუ მივამატებთ, ეს რიცხვი 6.3 მილიონამდე აღწევს. ამ შეხვედრას დაახლოებით 22.4%-ით ანუ 1.5 მილიონი ადამიანით მეტმა უყურა, ვიდრე ერთი კვირის წინ, უელსთან მოგებულ ტესტ-მატჩს.

ბუნებრივია, რომ საფრანგეთში ამ მატჩის დროს, ზემოხსენებულ ტელევიზიას ყველაზე მეტი ადამიანი უყურებდა. ამ რიცხვის ასეთი ზრდა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმ საკარანტინო შეზღუდვებით, რომელიც საფრანგეთში 30 ოქტომბრიდან ამოქმედდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)