6 ერი: საფრანგეთმა ირლანდია ბონუსით დაამარცხა, მაგრამ ვერ იჩემპიონა (VIDEO)

6 ერი: საფრანგეთმა ირლანდია ბონუსით დაამარცხა, მაგრამ ვერ იჩემპიონა (VIDEO)

საფრანგეთის ნაკრები 2020 წლის 6 ერის დასკვნით მატჩში "სტად დე ფრანსზე" ირლანდიას დაუხვდა და ბონუსით 35:27 დაამარცხა.

"ლე ბლემ" მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და უელსთან მოგებულ ტესტ-მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ლამაზ სტილში იმარჯვა. კვლავ ჩინებულად ითამაშა ფრანგების ღერძმა, რომან ნტამაკი და ანტუან დუპონი ლელოებითაც გამოირჩნენ და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შემოგვთავაზეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია დუპონის ბრწყინვალე მატჩი, რომელმაც ლელოს გატანის გარდა, ორი სალელოვე გადაცემა მიითვალა. მის ოფლოუდს ნტამაკის ლელო მოჰყვა, ასევე მან გაატარა ბურთი ვირიმი ვაკატავას, რომელსაც ბურთის ლელოში დამიწების გარდა აღარაფერი დარჩენოდა. გარდა ამისა, ფრანგებმა საჯარიმო ლელო მიითვალეს და ნტამაკმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. 

ირლანდიელთაგან ლელოები რობი ჰენშოუმ, ჯეიკობ სტოკდეილმა და კორი ჰილმა დადეს. აღსანიშნავია, რომ ჰილმა საიუბილეო მე-100 კეპი მოიხვეჭა და ცენტურიონი გახდა, რაც გატანილი ლელოთი აღნიშნა. 

ამრიგად, საფრანგეთმა ინგლისის მსგავსად 18 ქულა დააგროვა და მხოლოდ გატანილ-გაშვებული ქულებით ჩამორჩა, ირლანდიამ 14 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგებმა 6 ერი ბრწყინვალედ ჩაატარეს და ალბათ ყველაზე მეტადაც იმსახურებდნენ ტიტულის მოპოვებას, მაგრამ შოტლანდიასთან "მარიფილდზე" ნუგეშის ქულის გარეშე მარცხმა, "ლე ბლეს" ამის შანსი წაართვა. გემახსოვრებათ, რომ იმ მატჩში ფრანგებს პირველ ტაიმში მოჰამედ აუასი არასპორტული თამაშის გამო წითელი ბარათით გაუძევეს, რამაც იმ მატჩის ბედზე დიდწილად იმოქმედა და როგორც აღმოჩნდა, მთლიანად ტურნირზეც. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)