სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

უელსის ნაკრების ლეგენდარულმა მეორეხაზელმა ალან უინ ჯონსმა ბრწყინვალე რეკორდი დაამყარა.
35 წლის მხტომელმა დღეს შოტლანდიასთან წაგებულ (10:14) მატჩში 139-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა, რითაც "ოლ ბლექსის" ლეგენდას რიჩი მაკქოუს გადაუსწრო და სანაკრებო რაგბიში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.
ჯონსმა უელსის ნაკრების რიგებში 140-ე შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 9 კეპი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების რიგებში აქვს მოხვეჭილი.
ალან უინ ჯონსის უელსის ნაკრების რიგებში 2006 წლიდან თამაშობს და 140 მატჩში 9 ლელო აქვს გატანილი. მას ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015, 2019) უთამაშია და 21 თამაშში 3 ლელო დადო. ჯონსს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამ ტურნეზე (2009, 2013, 2017) აქვს ნათამაშები და როგორც ვთქვით, აქედან 9 მატჩი სანაკრებო კეპებში ითვლება. ალან უინს მთელი საკლუბო კარიერა "ოსპრისში" აქვს გატარებული და 2005 წლიდან მოყოლებული 245 ჩატარებულ შეხვედრაში 24 ლელო გაიტანა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.