სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

იტალიის ნაკრები რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" ინგლისს დაუხვდა და 5:34 დამარცხდა.
"აძურიმ" მრისხანე მეტოქეს პირველ ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. ინგლისელებმა მატჩის დებიუტში გარდასახული ლელო და ჯარიმა გაიტანეს - ბენ იანგსმა საიუბილეო მეასე კეპი მოიხვეჭა და ეს ფაქტი დუბლით აღნიშნა. მან მეორე ლელოს დადება მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მოახერხა. პირველ ნახევარში კი, ინგლისელებს მეტი ლელო არ დაუდიათ, სამაგიეროდ, ჯეიკ პოლედრიმ დადო მშვენიერი ლელო და ტაიმი 5:10 დასრულდა.
იტალიელებს მეორე ნახევარში და განსაკუთრებით ბოლო 15 წუთში ტრადიციულად გაუჭირდათ. მათ მეორე ტაიმში ოთხი ლელო გაუშვეს, თავად კი ქულების მოპოვება ვერ მოახერხეს. ბენ იანგსის დუბლის გარდა, ინგლისელთაგან ლელოები ჯეიმი ჯორჯმა, ტომ ქარიმ და ჰენრი სლეიდმა დადეს.
ამრიგად, ინგლისმა 18 ქულა დააგროვა და გატანილ-გაშვებულ ქულათა სხვაობა +44 აქვს. ირლანდიას 14 ქულა აქვს, ხოლო გატანილ-გაშვებული ქულათა სხვაობა +38. იმ შემთხვევაში, თუ ირლანდია საფრანგეთს ბონუსით მოუგებს, ჩემპიონობას გაიფორმებს. გარდა ამისა, ირლანდიელებს 6 ქულით მოგებაც ყოფნით. რაც შეეხება საფრანგეთის შანსებს, "ლე ბლეს" ძალიან მიზერული შანსი აქვს: მათ 13 ქულა აქვთ, გატანილ-გაშვებულ ქულათა სხვაობა კი +13. მათ ჩემპიონობისთვის ბონუსით მოგება სჭირდებათ, თანაც მინიმუმ 31-ქულიანი სხვაობით.
საფრანგეთი - ირლანდიის მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.