6 ერი: შოტლანდიამ გასვლაზე უელსი დაამარცხა (VIDEO)

6 ერი: შოტლანდიამ გასვლაზე უელსი დაამარცხა (VIDEO)

© telegraph

6 ერის ბოლო ტურში უელსი "პარკ სკარლეტსზე" შოტლანდიას დაუხვდა და 10:14 დამარცხდა.

უელსმა ტაიმი მინიმალური სხვაობით იმარჯვა. შოტლანდიელთაგან ჯარიმა ფინ რასელმა გაიტანა. მას კიდევ 3 ქულის მოპოვება შეეძლო, მაგრამ მატჩის დასაწყისში ჯარიმა ააცილა. უპირატესობა სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ "ნარშავებმა" საკუთარ ხუთმეტრიანში აუტი წააგეს, რასაც 31-ე წუთზე რის კარეს მიერ დადებული ლელო მოჰყვა, ხოლო დენ ბიგარმა გარდასახვა შეასრულა ზუსტად. გაწითლებულ დროში ტრავმირებული ფინ რასელის ნაცვლად შესულმა ადამ ჰესტინგსმა ჯარიმა გაიტანა და უელსმა ტაიმი 7:6 მოიგო.

მეორე ნახევარიც შოტლანდიელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, რაც 61-ე წუთზე სტიუარტ მაკინალის ლელოში აისახა, რომელმაც მეტოქე მოლიდან დაალელოვა. მალევე ლი ჰალფპენიმ ჯარიმა გაიტანა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა გაწითლებულ დროში სტიუარტ ჰოგმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ჯამში შოტლანდიამ ოთხქულიანი სხვაობით იმარჯვა.

უელსმა 2020 წლის 6 ერი 8 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა, ხოლო შოტლანდიამ 14 ქულა დააგროვა და მინიმუმ მეოთხე ადგილს, ხოლო კარგ შემთხვევაში მესამე საფეხურს დაიკავებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)