სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს 3 ერის გათამაშების პირველ ტურში ავსტრალიის ნაკრებმა ახალ ზელანდიას უმასპინძლა და 5:43 დამარცხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელი თამაში "ოლ ბლექსის" სრული უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებს მოგების მცირე შანსიც არ ჰქონიათ. ბლედისლოუს თასის მესამე მატჩი წვიმის ფონზე წარიმართა და აქედან გამომდინარე ფეხით თამაში საკმაოდ ხშირი იყო. ზელანდიელებმა ამინდთან ადაპტაცია კარგად მოახერხეს და პირველ ტაიმში მეტოქე ტაქტიკურად პირწმინდად დაჯაბნეს, ამას თან ერთვოდა "ვოლაბების" მხრიდან დაშვებული მარტივი შეცდომებიც. საწყის 10 წუთში გუნდებმა თითო ყვითელი ბარათი მიიღეს, მასპინძელთაგან ჰაერში თამაშისთვის ფილიპო დაუგუნუ გაასინბინეს, ხოლო ჯორდი ბარეტმა კი ყვითელი ბარათი მეტოქესთან იდაყვით თამაშისთვის მიიღო. უმაღლეს დონეზე ჩაატარა შეხვედრა "ოლ ბლექსის" მგეზავმა რიჩი მო'უნგამ, რომელმაც პირველ ტაიმში დუბლის შესრულება მოახერხა, მის გარდა თავი ბურჯმა კარლ ტუ'ინუკუაფიმ და კვაჭმა დენ კოულსმა გამოიჩნეს, შედეგად სტუმრებმა ნახევარი 26:0 მოიგეს.
მეორე ტაიმის დებიუტში "ვოლაბები" თამაშში დაბრუნებას შეეცადნენ და დებიუტანტმა მგეზავმა ნოა ლოლესიომ თავი ლელოთი გამოიჩინა, თუმცა მასპინძლებმა მეტის გაკეთება ვერ მოახერხეს, თავად კი კიდევ სამი ლელო მიიღეს და ახალ ზელანდიასთან ისტორიაში ყველაზე დიდი, 38 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ "ოლ ბლექსმა" ბლედისლოუს თასი ზედიზედ მე-18-ედ მოიპოვა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.