ფიჯის პრობლემები გრძელდება - კუნძულელებს 8 ერისთვის კიდევ ერთი მორაგბე გამოაკლდათ

ფიჯის პრობლემები გრძელდება - კუნძულელებს 8 ერისთვის კიდევ ერთი მორაგბე გამოაკლდათ

ფიჯის ნაკრებს შემოდგომის ერთა თასისთვის კიდევ ერთი მორაგბე გამოაკლდა.

"პოს" შუამარბი ჯეილ ვატუბუა (19 კეპი, 3 ლელო) 8 ერის მოახლოებულ გათამაშებაში მონაწილეობას არ მიიღებს. 29 წლის მორაგბემ განაცხადა, რომ ის "მფრინავ ფიჯელებს" პირადი მიზეზების გამო ვერ დაეხმარება და ამის შესახებ, მის მწვრთნელთან კონსულტაციები გაიარა. 

ამრიგად, "მფრინავ ფიჯელებს" უკვე მეორე შუამარბი გამოაკლდათ. როგორც იცით, ფიჯელთა მთავარი ვარსკვლავი სემი რადრადრა 8 ერს ტრავმის გამო გამოტოვებს. ასევე ტრავმირებულნი არიან მესამეხაზელები პესელი იატო და ვილიამე მატა.

შეგახსენებთ, რომ ვერნ კოტერის გუნდი შემოდგომის ერთა თასზე "ბ" ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები საფრანგეთი, შოტლანდია და იტალია იქნებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)