ბორდო - აჟენი: მეორე ტაიმში შერკინებაში ქართულ დუელს ვიხილავთ

ბორდო - აჟენი: მეორე ტაიმში შერკინებაში ქართულ დუელს ვიხილავთ

ტოპ 14-ის მეშვიდე ტურში "ბორდო" "სტად შაბან-დელმაზე" "აჟენს" უმასპინძლებს.

ორივე გუნდის რიგებში თადარიგში თითო ქართველია. "ბორდოს" მარქაფაში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ლექსო ყაულაშვილია, რომელიც ჟირონდულ კლუბს საქართველოს ნაკრებიდან დაუბრუნდა, რომლის რიგებშიც შოტლანდიასთან მატჩში დებიუტი ჰქონდა. "აჟენის" თადარიგშია მარცხენა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი, რომელიც მიმდინარე ტოპ 14-ში პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

"ბორდოს" განაცხადში არ არიან ლაშა ტაბიძე და ბექა გორგაძე. ჟირონდულმა კლუბმა პანდემიის გამო მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ერთი მოიგო და სამჯერ დამარცხა. კრისტოფ ურიოს გუნდი 5 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო "აჟენს" ექვსიდან ექვსი მარცხი აქვს და ერთი ქულით ბოლო საფეხურზე იმყოფება.

ზემოხსენებული მატჩი შაბათს თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)