ბრივს ლობჟანიძე და გიორგაძე დაუბრუნდნენ, ჯაფარიძე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა

ბრივს ლობჟანიძე და გიორგაძე დაუბრუნდნენ, ჯაფარიძე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა

ტოპ 14-ის მეშვიდე ტურში "ბრივი" "სტად მუნიციპალზე" "კლერმონს" დაუხვდება.

მასპინძლების განაცხადში ხუთი ქართველი მორაგბეა. ბრიველებს უბრუნდებიან ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე და მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, რომელიც ამჯერად რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშებს. ორივე მათგანმა გასული ტური შოტლანდიასთან სანაკრებო მატჩის გამო გამოტოვა. მიმდინარე ტოპ 14-ში ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშებს მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, რომელმაც აქამდე სამ შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა. მარქაფაში არიან კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი. 

"ბრივი" 9 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება, ხოლო "კლერმონი" 18 ქულით მეორე პოზიციაზეა და "ტულუზს" მხოლოდ ქულების სხვაობით ჩამოუვარდება. ზემოხსენებული შეხვედრა შაბათს თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)