პრო დ2: პარასკევს შვიდი ქართველი მორაგბე ითამაშებს

პრო დ2: პარასკევს შვიდი ქართველი მორაგბე ითამაშებს

პარასკევს პრო დ2-ის მერვე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართება, რომლებშიც შვიდი ქართველი მორაგბე ითამაშებს.

"რუანი" საკუთარ კედლებში "ვალანს რომანს" დაუხვდება. ნორმანდიელთა ძირითად შემადგენლობაშია გამოცდილი მარცხენა ბურჯი კახა ასიეშვილი, ხოლო ვალანსელთა მარქაფაშია მარჯვენა ბურჯი მირიან ბურდული.

"მონტობანი" "ანგულემს" უმასპინძლებს. სტუმართა სასტარტო თხუთმეტეულშია შალვა სუთიაშვილი, რომელიც მეორე ხაზში გაირჯება, ხოლო მარქაფაში არიან ბურჯები ლუკა გოგინავა და ზაურ თევდორაშვილი. 

ეს მატჩები თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

"ნევერი" შინ "ვანს" ეთამაშება. მასპინძელთა თადარიგში არიან ბურჯები თორნიკე მატარაძე და გურამ პაპიძე. ეს შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.

"კოლომიე" - "პერპინიანი" კი იმის გამო გადაიდო, რომ მასპინძელთა რიგებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)