სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ამადო და სილვა, "მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილოა და პორტუგალიური მედიის საშუალებით, რაგბის მმართველი ორგანოს კრიტიკას არ მოერიდა.
მიზეზი "მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც პორტუგალიის ნაკრების ყველა ტესტ-მატჩი გაუქმდა. პორტუგალიელებს 6 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში ფიჯის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ხოლო 21 და 28 ნოემბერს ლისაბონში ბრაზილიის ნაკრებისთვის უნდა ემასპინძლათ. ამ მატჩების გაუქმებამდე, "რაგბი ევროპამ" რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის გადადების შესახებ განაცხადა, რომელშიც "მგლებს" 15 ნოემბერს მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.
ამადო და სილვას თქმით, "მსოფლიო რაგბი" მის წევრ ორგანიზაციებს არათანაბრად ეპყრობა და ადანაშაულებს პორტუგალიური რაგბის მისწრაფებების ძირის გამოთხრაში, რაშიც 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
პორტუგალიურის რაგბის ხელმძღვანელისთვის, გაუგებარია რატომ გაუქმდა პორტუგალიის ნაკრების ტესტ-მატჩები Covid 19-ის გამო, მაშინ, როდესაც მათი კონკურენტები ჩვეულებრივ გამართავენ მატჩებს: ესპანეთის ნაკრები ურუგვაიში ადგილობრივ ნაკრებთან 1 და 6 ნოემბერს ორ შეხვედრას გამართავს, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ერთი მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ უკვე ჩაატარა, 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით კი შემოდგომის ერთა თასის ტურნირი ელის, სადაც ოთხ უმაღლესი დონის შეხვედრას გამართავს.
და სილვა "მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებით ძალიან გაბრაზებულია და ბილ ბომონტსა და მის გუნდს პასუხს სთხოვს, თუ კოვიდის გამო პორტუგალიის მატჩების გადადება ხდება, მაშინ რატომ შეუძლიათ თამაში სხვა ნაკრებებს, მათ შორის "რაგბი ევროპის" ქვეყნებს. ის ფიქრობს, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ, შესაძლოა, სერიოზულად იმოქმედოს 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე და პორტუგალიის ნაკრებს ძალიან შეუშალოს ხელი.
"გვაუწყეს, რომ ჩვენს მიერ გასამართი ტესტ-მატჩები გაუქმებულია. ჩვენ რთული გამოწვევების წინაში აღვმოჩნდი. ახლა ნაკრების სტაფთან გვექნება შეხვედრა, რათა განვსაზღვროთ შესაძლო ალტერნატივები და მივიღოთ გადაწყვეტილება", - ციტირებს და სილვას სიტყვებს პორტუგალიური გამოცემა tribunaexpresso.pt.
ჯერჯერობით უცნობია "მსოფლიო რაგბის" პასუხი და შეეცდება თუ არა, რომ პორტუგალიას ალტერნატიული ტესტ-მატჩები გამოუნახოს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.