ავსტრალიელთა რაზმი ახალ ზელანდიასთან სათამაშოდ ცნობილია

ავსტრალიელთა რაზმი ახალ ზელანდიასთან სათამაშოდ ცნობილია

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეივ რენიმ 31 ოქტომბერს 3 ერის გახსნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ახალი ზელანდიის წინააღმდეგ შეხვედრა ამავდროულად ტრადიციული ბლედისლოუს თასის მესამე დაპირისპირებაც იქნება. შაბათს დებიუტი ექნება ახალ ზელანდიაში დაბადებულ მგეზავ ნოა ლოლესიოს, რომელმაც ტრავმირებული ჯეიმს ო'კონორი ჩაანაცვლა. 

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, დებიუტი ექნება აგრეთვე ირე სიმონეს, შარშანდელი მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში ნიჭიერი უკანახაზელი ჯორდან პეტაია, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე დეინ ჰეილეტ-პეტიმ ტომ ბენკსი შეცვალა. კიდევ ერთი ცვლილება პირველ ხაზში განხორციელდა, სადაც ტანიელა ტუპო ალან ალა'ალატოამ ჩაანაცვლა. 

ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობა

1. ჯეიმს სლიპერი
2. ბრენდონ პენგა-ამოსა
3. ალან ალა'ალატოა
4. ლუქან სალაკაია-ლოტო
5. მეთ ფილიპსი
6. ნედ ჰენიგანი
7. მაიკლ ჰუპერი (კაპ)
8. ჰარი ვილსონი
9. ნიკ ვაითი
10. ნოა ლოლესიო
11. მარიკა კორობეტი
12. ირე სიმონე
13. ჯორდან პეტაია
14. ფილიპო დაუგუნუ
15. დეინ ჰეილეტ-პეტი

მარქაფა  

16. ჯორდან ულესე
17. სკოტ სიო
18. ტანიელა ტუპო
19. რობ საიმონსი
20. ფრეიზერ მაკრეითი
21. ტატე მაკდერმოტი
22. რის ჰოჯი
23. ჰანტერ პაისამი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)