სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან ფოსტერმა შაბათს 3 ერის გახსნითი მატჩისთვის ავსტრალიასთან სათამაშოდ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. ეს თამაში ამავდროულად ბლედისლოუს თასის მესამე დაპირისპირებაც იქნება.
ფოსტერმა წინა მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობაში 3 ცვლილება განახორციელა, არდი სავეას არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში ჰოსკინს სოტუტუ დაწინაურდა, ტვინის შერყევის შედეგად გამოწვეული ტრავმის შემდეგ ბრუნდება მეორეხაზელი სემ ვაითლოქი, კიდევ ერთი ცვლილება კი პირველ ხაზში განხორციელდა, სადაც ჯო მუდის ნაცვლად კარლ ტუ'ინუკუაფი იასპარეზებს.
მოტეხილი ხელი მოირჩინა ცენტრმა ნგანი ლაუმაპემ და სათადარიგოთა შორის დამიენ მაკკენზის ნაცვლად იქნება გამწესებული.
ახალი ზელანდიის ნაკრების შემადგენლობა
1. კარლ ტუ'ინუკუაფე
2. დენ კოულსი
3. ოფა ტუ'უნგაფასი
4. პატრიკ ტუიპოლოტუ
5. სემ ვაითლოქი
6. შენონ ფრიზელი
7. სემ ქეინი(კაპ)
8. ჰოსკინს სოტუტუ
9. არონ სმიტი
10. რიჩი მო'უნგა
11. ქეილებ კლარკი
12. ჯეკ გუდჰიუ
13. ენტონ ლენერ-ბრაუნი
14. ჯორდი ბარეტი
15. ბოდენ ბარეტი
მარქაფა
16. კოდი ტეილორი
17. ალექს ჰოჯმენი
18. ტაირელ ლომექსი
19. სკოტ ბარეტი
20. დალტონ პაპალიი
21. ტიჯეი პერენარა
22. ნგანი ლაუმაპე
23. რიკო იოანე
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.