სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

6 ერის ბოლო ტურის მატჩში უელსის ნაკრები "პარკ სკარლეტსზე" შოტლანდიას დაუხვდება.
ეს მატჩი ისტორიული იქნება, რადგან უელსელთა ლეგენდარული კაპიტანი ალან უინ ჯონსი 149-ე კეპს მოიხვეჭს და ამით სანაკრებო რაგბიში აბსოლუტურ რეკორდს დაამყარებს. ის "ოლ ბლექსის" ლეგენდას რიჩი მაკქოუს გადაუსწრებს და გახდება მორაგბე, რომელსაც სანაკრებო რაგბიში ყველაზე მეტი მატჩი ექნება ჩატარებული.
ჯონსი უელსის რიგებში 140-ე მატჩს ჩაატარებს, ხოლო 9 კეპი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების რიგებში აქვს მოხვეჭილი.
ალან უინ ჯონსის უელსის ნაკრების რიგებში 2006 წლიდან თამაშობს და 139 მატჩში 9 ლელო აქვს გატანილი. მას ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015, 2019) უთამაშია და 21 თამაშში 3 ლელო დადო. ჯონსს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამ ტურნეზე (2009, 2013, 2017) აქვს ნათამაშები და როგორც ვთქვით, აქედან 9 მატჩი სანაკრებო კეპებში ითვლება. ალან უინს მთელი საკლუბო კარიერა "ოსპრისში" აქვს გატარებული და 2005 წლიდან მოყოლებული 245 ჩატარებულ შეხვედრაში 24 ლელო გაიტანა.
უელსი - შოტლანდიის დაპირისპირება შაბათს თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.