ტოპ 14-ში ქართველების კიდევ ერთი მატჩი გადაიდო

ტოპ 14-ში ქართველების კიდევ ერთი მატჩი გადაიდო

გუშინ გაუწყეთ, რომ ფრანგული ტოპ 14-ის მე-7 ტურის გახსნითი მატჩი "ბაიონსა" და "ტულონს" შორის კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო გადაიდო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ზემოთ აღნიშნული მიზეზით "ლიონის" და "მონპელიეს" თამაშიც გადაიდო.

დღეს დილით "ლიონის" მხარემ ოფიციალურად დაადასტურა კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევის არსებობა, LNR-მ კი არსებული პროტოკოლის თანახმად შეხვედრის გაადდების გადაწყვეტილება მიიღო. თუ როდის ჩატარდება აღნიშული თამაში მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ "მონლეპიეს" რიგებში მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, გელა აფრასიძე და ალექსი ჭიჭიაშვილი ირიცხებიან.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)