უელსმა შოტლანდიასთან სათამაშოდ შემადგენლობა დაასახელა

უელსმა შოტლანდიასთან სათამაშოდ შემადგენლობა დაასახელა

შაბათს 18:15 საათზე 6 ერის გათამაშების დასკვნით ტურში უელსის ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს.

ამ შეხვედრისთვის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა, რომელმაც საფრანგეთთან მარცხის შემდეგ სასტარტო თხუთმეტეულში 6 ცვლილება განახორციელა. 

ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ექნება "კარდიფ ბლუზის" მესამეხაზელ შეინ ლუის-ჰიუზს, რომელიც ჯასტინ ტიპურიკის და ტობი ფალეტაოს გვერდით ითამაშებს. მეორე ხაზში ქორი ჰილის ნაცვლად "უოსპსის" მეორეხაზელი ვილ როულენდსი იქნება, ხოლო მარჯვენა ბურჯად "ექსეტერ ჩიფსთან" ერთად დუბლის შემსრულებელი ტომას ფრანსისი იასპარეზებს. 

შოტლანდიასთან მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ აგრეთვე გარეთ დევისი, ოუენ ვოთკინი და ლიამ უილიამსი. გუნდს ამჯერადაც ლეგენდარული ალუნ უინ ჯოუნსი უკაპიტნებს, რომლისთვისაც ეს მატჩი სარეკორდო იქნება, გამოცდილი მეორეხაზელი 149-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს (9 კეპი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში მიითვალა) და ამ მაჩვენებლით სანაკრებო რაგბიში ყველაზე მეტი თამაში ექნება ჩატარებული. 

უელსის ნაკრების შემადგენლობა

1. რის კარე
2. რაიან ელიასი
3. ტომას ფრანსისი
4. ვილ როულენდსი
5. ალუნ უინ ჯოუნსი (კაპ)
6. შეინ ლუის-ჰიუზი
7. ჯასტინ ტიპურიკი
8. ტობი ფალეტაო
9. გარეთ დევისი
10. დენ ბიგარი
11. ჯოშ ადამსი
12. ოუენ ვოტკინი
13. ჯონათან დევისი
14. ლიამ უილიამსი
15. ლი ჰალფპენი

მარქაფა

16. სემ პერი
17. ვინ ჯოუნსი
18. დილონ ლუისი
19. ქორ ჰილი
20. ჯეიმს დევისი
21. ლოიდ უილიამსი
22. რის პატჩელი
23. ნიკ ტომპკინსი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)