ინგლისის ნაკრების შემადგენლობა იტალიასთან სათამაშოდ ცნობილია

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა იტალიასთან სათამაშოდ ცნობილია

6 ერის ბოლო ტურის შეხვედრაში შაბათს 20:45 საათზე იტალიის ნაკრები საკუთარ მოედანზე ინგლისს უმასპინძლებს.

ტურნირის დასკვნითი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯოუნსმა, "ვარდების" განაცხადში 3 დებიუტანტია, მათ შორის მეორეხაზელი ჯონი ჰილი სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ხოლო უკანახაზელები ოლი თორლი და ოლი ლოურენსი მარქაფაში იქნებიან და გუნდს სავარაუდოდ მეორე ტაიმშო გააძლიერებენ. 

იტალიასთან შეხვედრაში ინგლისის რიგებში საიუბილეო მე-100 თამაშს ჩაატარებს 9 ნომერი ბენ იანგსი, ხოლო კვაჭი ჯეიმი ჯორჯისთვის ეს მატჩი 50-ე იქნება. ტრავმირებული მანუ ტუილაგის არყოფნის პირობებში 13 ნომრის პოზიციაზე ჯონათან ჯოზეფი იქნება გამწესებული. ტაქტიკურ ცვლილებას რაც შეეხება, ედი ჯოუნსმა ორი მგეზავით თამაშზე უარი თქვა და 10 ნომრის პოზიციაზე ოუენ ფარელი იასპარეზებს, ჯონათანჯოზეფს კი ცენტრში ჰენრი სლეიდი შეუწყვილდება. 

ბოლო ტურის წინ 6 ერის მოგების შანსი ერთდროულად სამ გუნდს აქვს. პირველ ადგილზე 14 ქულით ირლანდია იმყოფება, 13-13 ქულა აქვთ ინგლისს და საფრანგეთს, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით "ვარდები" მეორე ადგილზე იმყოფებიან. ტურნირის წესდების მიხედვით თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ის გუნდი გახდება ჩემპიონი, რომელსაც ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება. 

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა

1. მაკო ვუნიპოლა
2. ჯეიმი ჯორჯი
3.კაილ სინკლერი
4. მარო იტოჟე
5. ჯონი ჰილი
6. ტომ ქარი
7. სემ ანდერჰილი
8. ბილი ვუნიპოლა
9. ბენ იანგსი
10. ოუენ ფარელი
11. ჯონი მეი
12. ჰენრი სლეიდი
13. ჯონათან ჯოზეფი
14. ენტონი ვოტსონი
15. ჯორჯ ფარბრანკი

მარქაფა

16. ტომ დანი
17. ელის გენჯი
18. ვილ სტიუარტი
19. ჩარლი იუელსი
20. ბენ ერლი
21. დენ რობსონი
22. ოლი ლაურენსი
23. ოლი თორლი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)