საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - ემუქრება თუ არა საფრთხე სარაგბო ტურნირებს?

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - ემუქრება თუ არა საფრთხე სარაგბო ტურნირებს?

© Rugbyrama

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ოთხშაბათს საყოველთაო კარანტინი მეორედ გამოაცხადა, რომელიც ძალაში 30 ოქტომბრიდან შევა და ოთხი კვირის განმავლობაში, 1 დეკემბრამდე დარჩება. 

შეზღუდვებით თანახმად, დაიხურება რესტორნები და კაფე-ბარები, რომლებიც მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ. იკრძალება რეგიონებს შორის გადაადგილება და მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ. 

მაკრონის თქმით, საყოველთაო კარანტინის ხელმეორედ შემოღება შემქნილმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ აიძულა, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად მატულობს და მისი შენელების ერთადერთი საშუალება სწორედ კარანტინია. 

როგორც იცით, საყოველთაო კარანტინის პირველად გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთში ყველა სპორტული აქტივობა, მათ შორის სარაგბო ტურნირები შეწყდა და 2019/2020 წლების სეზონის განახლება ვეღარ მოხერხდა. საფრანგეთში რაგბი ექვსთვიანი პაუზის შემდეგ სექტემბერში განახლდა. 

მაკრონის ბრძანების გამოცემის შემდეგ, ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, კიდევ ერთხელ მოხდებოდა თუ არა სარაგბო ტურნირების შეჩერება? 

ცნობილი ფრანგული გამოცემა "რაგბირამა" წერს, რომ სახელმწიფო პროფესიული სპორტული ტურნირების გაგრძელების წინააღმდეგი არ იქნება, ახალი შეზღუდვების და კომენდანტის საათის გამკაცრების მიუხედავად. ზემოხსენებული გამოცემა ამ ინფორმაციას საფრანგეთის სპორტის სამინისტროდან მიღებული ცნობის მიხედვით წერს.

"რაგბირამას" მიხედვით, საფრთხე არ შეექმნება პროფესიონალურ ჩემპიონატებს, ტოპ 14-ს და პრო დ2-ს, ხოლო სამოყვარულო ტურნირები, სავარაუდოდ გადაიდება და ამის თაობაზე, საფრანგეთის რაგბის კავშირს და კლუბების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება, რომელშიც განხილული იქნება შეჯიბრებების გადადების და აღდგენის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი. 

გარდა ამისა, საფრანგეთის რაგბის კავშირი მიიღებს დასტურს, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის ნაკრებს შემოდგომაზე საშინაო მატჩების ჩატარება შეეძლება, ოღონდ ეს დახურულ კარს მიღმა მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ტოპ 14-ში და პრო დ2-ში საერთო ჯამში 70 ქართველ მორაგბეზე მეტი თამაშობს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)