სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ 6 ერის დასკვნითი მატჩისთვის, რომელშიც "ლე ბლე" "სტად დე ფრანსზე" ირლანდიას დაუხვდება, შემადგენლობა დაასახელა.
ბოლო ტურის წინ, ჩემპიონობის შანსი სამ გუნდს აქვს: ირლანდიას 14 ქულა აქვს, ხოლო საფრანგეთს და ინგლისს - 13. იმ შემთხვევაში, თუ ირლანდია ბონუსით იმარჯვებს ჩემპიონი სწორედ ის გახდება, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება, რადგან "ლე ბლემ" გასულ შაბათს კიდევ ერთხელ დაანახა ქომაგს, რომ ბრწყინვალე ფორმაშია და რომ არა შოტლანდიასთან ნუგეშის ქულის გარეშე მარცხი, რომელიც დიდწილად მოჰამედ აუასის უდისციპლინო თამაშმა გამოიწვია, თავად იქნებოდა ტიტულის მოგების მთავარი ფავორიტი. რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, ედი ჯონსის გუნდი გასვლაზე იტალიას ეთამაშება და დიდი სხვაობით მოგება არ უნდა გაუჭირდეს.
"ლე ბლეს" ტედი ტომა დააკლდება, რომელიც უელსთან მოგებულ (38:21) მატჩში დაშავდა. მის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში არტურ ვინსენი ითამაშებს, ოღონდ ის შუამარბის პოზიციაზე იასპარეზებს, ხოლო გაელ ფიკუ ფრთაზე გადაინაცვლებს.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიასთან მატჩისთვის ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი
15. ანტონი ბუტიე, 14. ვინსენ რატე, 13. ვირიმი ვაკატავა, 12. არტურ ვინსენი, 11. გაელ ფიკუ, 10. რომან ნტამაკი, 9. ანტუან დუპონი;
შერკინება
1. სირილ ბაილი, 2. ჟულიენ მარშანი, 3. მოჰამედ აუასი, 4. ბერნარდ ლე რუ, 5. პოლ უილემსე, 6. ფრანსუა კროსი, 7. შარლ ოლივონი, 8. გრეგორი ალდრიტი;
მარქაფა
16. კამილ შა, 17. ჟან-ბატისტ გროსი, 18. დემბა ბამბა, 19. რომან ტაოფიფენუა, 20. დილან კრეტინი, 21. ბატისტ სერენი, 22. არტურ რეტიე, 23. ტომა რამოსი;
საფრანგეთი - ირლანდიის მატჩი 31 ოქტომბერს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.