ფრანგული პრესა: ტოპ 14-ში და პრო დ2-ში თითო მატჩი გადაიდება

ფრანგული პრესა: ტოპ 14-ში და პრო დ2-ში თითო მატჩი გადაიდება

© Icon Sport

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოპ 14-ის და პრო დ2-ის მოახლოებული ტურის თითო მატჩი გადაიდება.

ტოპ 14-დან საუბარია "ბაიონი" - "ტულონის" მატჩზე, რომელიც პარასკევსაა ჩანიშნული, ხოლო პრო დ2-დან "კოლომიე" - "პერპინიანის" დაპირისპირება, რომელიც ასევე პარასკევს უნდა გამართულიყო.

"პერპინიანმა" და "ბაიონმა" ოფიციალურად დაადასტურეს, რომ PCR ტესტირების შემდეგ, მათ რიგებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. "პერპინიანში" ინფიცირებული წევრების რაოდენობა შვიდია, ხოლო "ბაიონის" შემთხვევაში ზუსტი რიცხვი არ დასახელებულა და განცხადებაში წერია, რომ მათ რიგებში კოვიდის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

პროტოკოლის თანახმად, მოთამაშეები იზოლაციაში გადავიდნენ. საფრანგეთის რაგბის ნაციონალურ ლიგას ჯერჯერობით ამ მატჩებზე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა უდიდესი ალბათობით, ორივეს გადადება მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ ოთხივე გუნდში ქართველი მორაგბეები ასპარეზობენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)