სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი ფარელმა 2020 წლის 6 ერის გადამწყვეტი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ბოლო ტურის წინ, ჩემპიონობის შანსი სამ გუნდს აქვს: ირლანდიას 14 ქულა აქვს, ხოლო საფრანგეთს და ინგლისს - 13. იმ შემთხვევაში, თუ ირლანდია ბონუსით იმარჯვებს ჩემპიონი სწორედ ის გახდება, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება, რადგან შესანიშნავ ფორმაში მყოფ საფრანგეთს სტუმრად ეთამაშება, ხოლო ინგლისი სტუმრად მაჩანჩალა იტალიას ხვდება.
"სამყურებს" იტალიასთან მოგებული (50:17) მატჩის შემდეგ ტრავმირებული გარი რინგროუზი გამოაკლდა, რომელსაც რობი ჰენშოუ შეცვლის. სხვა მხრივ შემადგენლობა უცვლელია. საიუბილეო მეასე კეპს მოიხვეჭს და ცენტურიონი გახდება მარცხენა ბურჯი კიან ჰილი.
ირლანდიის შემადგენლობა საფრანგეთთან მატჩი ასეთი იქნება:
უკანა ხაზი
15. ჯეიკობ სტოკდეილი (29 კეპი), 14. ენდრიუ კონვეი (22), 13. რობი ჰენშოუ (44), 12. ბანდი აკი (27), 11. ჰუგო კენანი (1), 10. ჯონათან სექსტონი (92, კაპიტანი), 9. ქონორ მარი (82);
შერკინება
1. კიან ჰილი (99), 2. რობ ჰერინგი (12), 3. ენდრიუ პორტერი (27), 4. ტად ბერნი (14), 5. ჯეიმს რაიანი (27), 6. ქელან დორისი (3), 7. უილ კონორსი (1), 8. სიჯეი სტენდერი (42);
მარქაფა
16. დეივ ჰეფერნანი (2), 17. ედ ბირნი (1), 18. ფინლი ბელჰემი (10), 19. ალთან დილეინი (16), 20. პიტერ ო'მაჰონი (68), 21. ჯეიმისონი გიბსონ-პარკი (1), 22. როს ბირნი (7), 23. კრის ფარელი (9);
საფრანგეთი - ირლანდიის მატჩი 31 ოქტომბერს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.