შოტლანდიის ნაკრებმა ავსტრალიაში დაბადებული ფიჯელი მორაგბე დაიმატა

შოტლანდიის ნაკრებმა ავსტრალიაში დაბადებული ფიჯელი მორაგბე დაიმატა

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა ავსტრალიაში დაბადებული ფიჯელი მორაგბე რატუ ტაგივი გამოიძახა.

29 წლის გარემარბი "გლაზგო უორიორსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს და მან "ნარშავებში" თამაშის უფლება შოტლანდიაში სამწლიანი ცხოვრების შემდეგ მოიპოვა. ტაგივის გლაზგოური კლუბის რიგებში 16-ჯერ უთამაშია და 4 ლელოს გატანა მოახერხა. 

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები 31 ოქტომბერს 6 ერის ბოლო ტურის მატჩში გასვლაზე უელსს დაუპირისპირდება და შესაძლოა, ტაგივის დებიუტი ამ მატჩში შედგეს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)