სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Dave Winter/Shutterstock/SIPA
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გასულ პარასკევს საერთაშორისო რაგბი შოტლანდია - საქართველოს ტესტ-მატჩით დაბრუნდა, ხოლო შაბათს კიდევ ორი მატჩი გამართა, 6 ერის გამოტოვებული მატჩი ირლანდიას და იტალიას შორის და ტესტ-მატჩი, რომელშიც საფრანგეთის ნაკრებმა უელსი 38:21 დაამარცხა.
იქიდან გამომდინარე, რომ შოტლანდია მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილზე იყო, ხოლო საქართველო მეთორმეტეზე, "ნარშავებს" შინ დიდი ანგარიშით (48:7) მოგებული მატჩის მიუხედავად, სარეიტინგო ქულები არ ერგოთ, ისევე როგორც მეოთხე ადგილზე მყოფ ირლანდიას, რომელმაც მეთოთხმეტე საფეხურზე მყოფი იტალია "ავივა სთედიუმზე" 50:17 დაამარცხა.
სამაგიეროდ, საფრანგეთის ნაკრებმა შეძლო 1.04 სარეიტინგო ქულის გამომუშავება, რითაც 83.77 ქულას მოუყარა თავი, ავსტრალიას გადაუსწრო და ერთი პოზიციით წინ, მეხუთე ადგილზე წაიწია. თავის მხრივ, უელსს 1.04 ქულა ჩამოაკლდა და 81.61 ქულა დარჩა, მაგრამ მეშვიდე ადგილი არ დაუკარგავს.
როგორც იცით, 17 ოქტომბრიდან 25-მდე მოყოლებული სამხრეთ ამერიკის 4 ერის სამი ტური გაიმართა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გუნდებმა ეროვნული ნაკრების სახელით გამოსვლა არ გადაწყვიტეს და ყველა გუნდი XV-ის წოდებით თამაშობდა, ეს მატჩები მსოფლიო რეიტინგში არ იქნა გათვალისწინებული.
რეიტინგს კვლავ მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ლიდერობს, რომელსაც 2020 წელს არ უთამაშია და როგორც მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე არ იასპარეზებს, რადგან პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი პრობლემების გამო, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა წლევანდელ რაგბი ჩემპიონშიპში თამაშზე უარი თქვა და წელს "სანზაარი" ტურნირს სამ ერად ჩაატარებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.