აირჩიეთ აფციაური ან სუთიძე - ქართველები კრასნი იარის წლის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის იბრძვიან

აირჩიეთ აფციაური ან სუთიძე - ქართველები კრასნი იარის წლის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის იბრძვიან

© Rugby.ru

2020 წლის საკლუბო სეზონი რუსეთში დასრულებულია. რუსეთის თასის ფინალი 16 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც "ენისეიმ" "კრასნი იარი" 19:11 დაამარცხა, ხოლო ჩემპიონატის პლეი-ოფები გაზაფხულზე განახლდება.

"კრასნი იარი" გასული წლების მსგავსად, ამჯერადაც განაგრძობს წლის საუკეთესო მორაგბის დასახელებას და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვას ატარებს. ნომინაციაში რვა მორაგბეა წარდგენილი, მათ შორის ორი ქართველი კვაჭი რობერტ სუთიძე და მესამეხაზელი ნიკო აფციაური. 

გულშემატკივრების ხმები პირველ-მეორე-მესამე ადგილებზე გადანაწილდება, როგორც 10, 5 და 3 ქულა და იქნება ცალკე პრიზიც, რომელსაც გულშემატკივრების რჩეული მიიღებს. რაც შეეხება სპეციალისტების ხმებს, პირველ-მეორე-მესამე ადგილზე გასული მორაგბეები თითოეული ექსპერტისგან 3, 2 და 1 ქულას მიიღებენ.

ამ მომენტისთვის რობერტ სუთიძე 32%-ით მეორე ადგილზე იმყოფება და მას კონსტანტინ კრივონოსოვი უსწრებს, რომელსაც ხმების 42% აქვს. რაც შეეხება ნიკო აფციაურს, მას ამ მომენტისთვის ხმების მხოლოდ 3% აქვს. 

ხმების მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)