9 ტრავმირებული და 9 დებიუტანტი - ინგლისი 6 ერისთვის და შემოდგომის ერთა თასისთვის დაირაზმა

9 ტრავმირებული და 9 დებიუტანტი - ინგლისი 6 ერისთვის და შემოდგომის ერთა თასისთვის დაირაზმა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა 6 ერის იტალიასთან გადადებული მატჩისთვის და შემოდგომის ერთა თასისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ავსტრალიელმა სპეციალისტმა 36 მორაგბეს უხმო, რომელთაგან ცხრას "წითელი ვარდების" კვართით აქამდე არ უთამაშია. ახალწვეულთა შორის არიან "უოსპსის" მორაგბეები, მესამეხაზელი ჯეკ უილისი, რომელიც წლევანდელი პრემიერშიპის ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს დასახელდა და მგეზავი ჯეიკობ უმაგა, რომლის ბიძა "ოლ ბლექსის" ლეგენდარული შუამარბი ტანა უმაგაა.

ინგლისს ტრავმირებული ჰყავს ცხრა მორაგბე. ლუკ ქოუან-დიქი, ალი ქროსდეილი, ქორთნი ლოუსი, მარკ უილსონი, ჯეკ ნოუელი და მანუ ტუილაგი ორივე ტურნირს გამოტოვებენ, ხოლო ელიოტ დეილი, ჯორჯ ფორდი და ჯო მარლერი, ედი ჯონსის გუნდს სავარაუდოდ მოგვიანებით შეუერთდებიან.

ინგლისელთა 36-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი


ჯო კოკანასიგა ("ბასი", 9 კეპი), ოუენ ფარელი ("სარასენსი", 83), ჯორჯ ფარბანკი ("ნორსჰემპტონი", 2), ვილი ჰეინცი ("გლოსტერი", 13), ჯონათან ჯოზეფი ("ბასი", 50), ოლი ლოურენსი ("ვუსტერ უორიორსი", 0), მაქს მალინსი ("ბრისტოლი", 0), ჯო მარშანი ("ჰარლექუინსი", 3), ჯო მეი ("გლოსტერი", 56), დენ რობსონი ("უოსპსი", 2), ჰენრი სლეიდი ("ექსეტერ ჩიფსი", 29), ოლი თორლი ("გლოსტერი", 0), ჯეიკობ უმაგა ("უოსპსი", 0), ენტონი უოტსონი ("ბასი", 43), ბენ იანგსი ("ლესტერ ტაიგერსი", 99);

შერკინება

ტომ ქარი ("სეილ შარქსი", 23), ტომ დანი ("ბასი", 0), ბენ ერლი ("ბრისტოლი", 3), ჩარლი ეუელსი ("ბასი", 15), ელის გენჯი ("ლესტერ ტაიგერსი", 18), ჯეიმი ჯორჯი ("სარასენსი", 49), ჯონი ჰილი ("ექსეტერ ჩიფსი", 0), ტედ ჰილი ("ვუსტერ უორიორსი", 1), მარო იტოჯე ("სარასენსი", 38), ჯო ლონჩბრი ("უოსპსი", 65), ლევის ლადლემი ("ნორსჰემპტონი", 8), ბენო ობანო ("ბასი", 0), დევიდ რიბანსი ("ნორსჰემპტონი", 0), ჯეკ სინგლეტონი ("გლოსტერი", 3), კაილ სინქლერი ("ბრისტოლი", 35), უილ სტუარტი ("ბასი", 3), სემ ანდერჰილი ("ბასი", 18), ბილი ვუნიპოლა ("სარასენსი", 51), მაკო ვუნიპოლა ("სარასენსი", 59), ჰარი უილიამსი ("ექსეტერ ჩიფსი", 18), ჯეკ უილისი ("უოსპსი", 0).    

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებს შემოდგომის პირველი ტესტ-მატჩი 25 ოქტომბერს "ბარბაროსების" წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ იმის გამო, რომ "ბარბაროსების" რამდენიმე მორაგბემ საკარანტინო წესები დაარღვია, შეხვედრა გაუქმდა. 

ინგლისის ნაკრების მატჩების განრიგი:

6 ერი


31 ოქტომბერი, 20:45 იტალია - ინგლისი

შემოდგომის ერთა თასი (8 ერი)

14 ნოემბერი, 19:00 ინგლისი - საქართველო
21 ნოემბერი, 19:00 ინგლისი - ირლანდია
28 ნოემბერი, 20:00 უელსი - ინგლისი
6დეკემბერი, 18:00 ინგლისი - "ბ" ჯგუფის ერთ-ერთი გუნდი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)