სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Rugby.ru
რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ რუსულენოვანი სარაგბო პორტალი Rugger.info გამოკითხვას ატარებდა, რომელშიც გულშემატკივარს 2020 წლის რუსეთის თასის საუკეთესო მორაგბე უნდა დაესახელებინა და ნომინანტებში სამი ქართველი მორაგბე გახლდათ წარდგენილი: მიხეილ გაჩეჩილაძე ("ენისეი"), ნიკო აფციაური ("კრასნი იარი") და რობერტ სუთიძე ("კრასნი იარი").
გამოკითხვა გუშინ საღამოს დასრულდა და გამარჯვებული ნიკო აფციაური გახდა, რომელმაც ხმების 56% მიიღო. მეორე ადგილზე რამილ გაისინი გავიდა 19%-ით, ხოლო მიხეილ გაჩეჩილაძეს მესამე ადგილი ერგო და ხმების 15% მოაგროვა. რაც შეეხება რობერტ სუთიძეს, მას გულშემატკივრების 2%-მა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ ნიკო აფციაური 2019 წელს 7-კაცაში საუკეთესო ქართველ მორაგბედ დასახელდა.
აქვე გეტყვით, რუსეთის თასის ფინალში "ენისეიმ" "კრასნი იარი" 19:11 დაამარცხა და გადამწყვეტ მატჩში ოთხმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. "ენისეის" რიგებში სრულად ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო "კრასნი იარის" სასტარტო თხუთმეტეულში იყვნენ რობერტ სუთიძე, ნიკო აფციაური და გიორგი ფრუიძე.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.