თორნიკე მატარაძის გამარჯვების ლელო მონ-დე-მარსანის წინააღმდეგ (VIDEO)

თორნიკე მატარაძის გამარჯვების ლელო მონ-დე-მარსანის წინააღმდეგ (VIDEO)

პრო დ2-ის მეშვიდე ტურში "მონ-დე-მარსანი" საკუთარ კედლებში "ნევერს" დაუხვდა და 16:26 დამარცხდა.

აღნიშნულ მატჩში სამმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და სამივე შეცვლაზე შევიდა. "მონ-დე-მარსანი" მარქაფაში გახლდათ მარჯვენა ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი, რომელიც მინდორზე 54-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო "ნევერის" რიგებში ბურჯები თორნიკე მატარაძე და გურამ პაპიძე, თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთვნენ. შეხვედრის 77-ე წუთზე, როდესაც სტუმრები სამქულიანი უპირატესობით იყვნენ წინ, ლელოს დადება სწორედ მატარაძემ მოახერხა, რითაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა - მან მოლიდან შეიტანა ბურთი. 24 წლის ბურჯმა მიმდინარე პრო დ2-ში მესამე შეხვედრა ჩაატარა და მეორე ლელო გაიტანა.

"ნევერი" შვიდი ტურის შემდეგ 16 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)