დიდი 10: ყოჩებმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

დიდი 10: ყოჩებმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

დიდი 10-ის მესამე ტურის ბოლო სათამაშო დღეს "ყოჩები" "რაგბი პლატოზე" მოქმედ ჩემპიონს "ბათუმს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 15:12 დაამარცხა.

მასპინძლებმა ლელოს დადება ვერ მოახერხეს, ხოლო აჭარლებმა ორი ლელო დადეს, მაგრამ გამარჯვება მაინც "ყოჩებს" დარჩათ. შავლეგ მახარაშვილმა პირველ ტაიმში ოთხი ჯარიმა შეასრულა ზუსტად, საპასუხოდ პირველი ნახევრის გაწითლებულ დროში დურმიშხან ჯამბნიძემ ლელო დადო და ტაიმი 12:5 დასრულდა. 

73-ე წუთზე თემურ სოხაძემ "ყოჩებს" ზუსტი ჯარიმით 3 ქულა მოუტანა და მასპინძლები 10 ქულით გავიდნენ წინ. მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მამუკა ნინიძემ ლელო დადო, რომელიც თავადვე გარდასახა და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და მხოლოდ ნუგეშის ქულას გამორჩნენ. მატჩის საუკეთესო მორაგბედ "ყოჩების" მგეზავი შავლეგ მახარაშვილი დასახელდა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)