ბრივში ცხადაძის დებიუტი შედგება, ბეკოშვილი კი მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს

ბრივში ცხადაძის დებიუტი შედგება, ბეკოშვილი კი მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს

კვირას ტოპ 14-ის მეექვსე ტურის ორი შეხვედრა გაიმართება.

"მონპელიე" "სტად ალტრადზე" "ბრივს" მიიღებს. სტუმარი გუნდის განაცხადში ოთხი ქართველი მორაგბეა. ძირითად შემადგენლობაშია მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი, რომელიც მიმდინარე ტოპ 14-ში პირველად ითამაშებს, ხოლო მარქაფაში სამი ჩვენებურია, რომელთაგან გასამორჩევი ირაკლი ცხადაძის გამოჩენაა. 24 წლის მესამეხაზელი "ბრივის" ძირითადი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა და სავარაუდოდ, მეორე ტაიმში ვიხილავთ. კვლავ თადარიგში არიან კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე. 

მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. 


ტურის დასკვნით მატჩში "ლა როშელი" საკუთარ კედლებში "ბორდოს" დაუხვდება. სტუმარი გუნდის თადარიგშია მარჯვენა ბურჯი ლაშა ტაბიძე, რომელიც მიმდინარე ტოპ 14-ში მესამე მატჩს ჩაატარებს. 23 წლის პირველხაზელი წინა ორ შემთხვევაშიც შეცვლაზე შემოვიდა და ამ ორ თამაშში ჯამში 46 წუთი ითამაშა. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.


 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)