სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© L'Équipe
2020 წელს საფრანგეთის ნაკრები ბრწყინვალედ ასპარეზობს. ერთადერთი გამონაკლისი შოტლანდიასთან გასვლითი მატჩი იყო, როდესაც მოჰამედ აუასის არასპორტული თამაშის გამო "ლე ბლე" 14 კაცით დარჩა და შემდეგ უშანსოდ დამარცხდა. სხვა მატჩებში ფრანგები ბრწყინვალე იყვნენ და შვიდთვიანი პაუზის შემდეგაც, შესანიშნავი მატჩით დაბრუნდნენ.
"ლე ბლე" გასახურებელ ტესტ-მატჩში "სტად დე ფრანსზე" უელსის ნაკრებს დაუხვდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დებიუტში ათქულიანი სხვაობით აგებდა, მეტოქე მაინც უშანსოდ 38:21 დაამარცხა. ფრანგებმა მეტოქე ხუთჯერ დაალელოვეს და ხუთივე ლელო ბრწყინვალე, ერთმანეთზე ლამაზი დადეს - მათ "შამპან რაგბი" გაიხსენეს, სტილი, რომელიც "ლე ბლეს" საფირმო ხელწერა გახლდათ, მაგრამ ბოლო წლებში მის ჩვენებას ვეღარ ახერხებდნენ და გულშემატკივარს ძალიან მოანატრეს.
დუბლით და სალელოვე გადაცემით გამოირჩა ანტუან დუპონი, რომელმაც საოცარი შეხვედრა ჩაატარა და უდავოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. ასევე ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდათ ტედი ტომას და ვირიმი ვაკატავას. ტომამ ბოლო ლელო მიითვალა, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდგა, ხოლო ვაკატავამ ორი სალელოვე პასი გააკეთა, მათ შორის ულამაზესი ოფლოუდი ამოუგდო ტედი ტომას, რომელსაც დუპონის პირველი ლელო მოჰყვა. თითო ლელო სირილ ბაილიმ და შარლზ ოლივონმა დადეს. ბაილიმ უკანახაზელების მიერ დაწყებული ბრწყინვალე შეტევა დააბოლოვა, ხოლო ოლივონმა დუპონის ბრწყინვალე თამაში დააფასა და ბურთი ლელოში დაამიწა.
უელსელთაგან ლელოები ლი ჰალფპენიმ და ნიკი სმიტმა დადეს, რომელთაგან ერთი გარდასახეს და კიდევ სამი ჯარიმა შემატეს, თუმცა დენ ბიგარმა ორი ჯარიმა და ერთი გარდასახვა ააცილა, რითაც საკუთარ გუნდს 8 ქულა დააკარგვინა.
საფრანგეთი მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს გამართავს. "ლე ბლე" 6 ერის ბოლო ტურში შინ ირლანდიას დაუხვდება. საფრანგეთს და ინგლისს 13 ქულა აქვთ, ხოლო ირლანდიას - 14. ბოლო ტურში ინგლისი იტალიას ხვდება, აქედან გამომდინარე ჩემპიონობის ყველაზე რეალური შანსი ედი ჯონსის შეგირდებს აქვთ, რომლებსაც ბონუსით და დიდი სხვაობით მოგება არ უნდა გაუჭირდეთ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.