6 ერი: ირლანდია გალიდერდა, იტალიამ ზედიზედ მეხუთე ხის კოვზი გაინაღდა (VIDEO)

6 ერი: ირლანდია გალიდერდა, იტალიამ ზედიზედ მეხუთე ხის კოვზი გაინაღდა (VIDEO)

შაბათს "ავივა სთედიუმზე" 6 ერის მეოთხე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც ირლანდიის ნაკრები იტალიას დაუხვდა და დიდი სხვაობით 50:17 დაამარცხა.

"სამყურებმა" მეტოქე შვიდჯერ დაალელოვეს და ბონუსიც აიღეს, საპასუხოდ კი ორი ლელო მიიღეს. ირლანდიელთაგან დუბლი გაიფორმა დებიუტანტმა ჰუგო კენანმა. ასევე ლელოთი გამოირჩა კიდევ ერთი დებიუტანტი უილ კონორსი. მათ გარდა, თავის გამოჩენა ჯონათან სექსტონმა, ბანდი აკიმ, დეივ ჰეფერნანმა და სიჯეი სტენდერმა შეძლეს. "აძურიდან" ლელოები ედოარდო პადოვანიმ და პაოლო გარბისიმ დადეს. იტალიელებს ორივე ლელო ეფექტური გამოუვიდათ: პადოვანიმ ბურთი ჩაჭრა და ლელოს დასადებად ნახევარი მოედანი გაირბინა, ხოლო გარბისიმ, რომელმაც პირველი კეპი მოიხვეჭა, ბოლო წუთზე ულამაზესი ლელო გაიტანა დაჯობს თავად ნახოთ. იტალია ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს - მათ 6 ერში ზედიზედ 26-ე მატჩი წააგეს და "ხის კოვზი" ზედიზედ მეხუთედ გაინაღდეს.

ირლანდიამ 14 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მათ საფრანგეთს და ინგლისს თითო ქულით გაუსწრეს და თუ ბოლო ტურში ბონუსით მოიგებენ, 6 ერის ჩემპიონები გახდებიან, თუმცა ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან მათი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება, რომელიც "სტად დე ფრანსზე" ითამაშებს. მატჩი 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)