დიდი 10: აკადემიელთა სამიდან სამი გამარჯვება (VIDEO)

დიდი 10: აკადემიელთა  სამიდან სამი გამარჯვება (VIDEO)

დიდი 10-ის მესამე ტურში "აკადემია" "რაგბი პლატოზე" "ხარებს" დაუხვდა და დამაჯერებლად 21:5 დაამარცხა.

მასპინძელთაგან ლელოებით გიორგი ილურიძე და დავით მოძღვრიშვილი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა. რუსთაველთაგან ერთადერთი ლელო ლევან ნარიმანიძემ დადო. პირველი ტაიმი 18:5 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში მხოლოდ 3 ქულა გავიდა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ "აკადემიელთა" მესამეხაზელი თორნიკე ზოიძე დასახელდა.

ლევან ობოლაძის გუნდმა მესამე გამარჯვება მოიპოვა და 13 ქულით "ა" ჯგუფს ლიდერობს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)