გრეგორ თაუნსენდი: "ჩვენმა შერკინებამ და მოლმა გამოწვევას თავი კარგად გაართვა"

გრეგორ თაუნსენდი: "ჩვენმა შერკინებამ და მოლმა გამოწვევას თავი კარგად გაართვა"

საქართველოს ნაკრებთან 48:7 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა, რომელმაც განვლილი მატჩი შეაფასა და თავისი მორაგბეების მიმართ კმაყოფილება გამოხატა. 

"როდესაც შოტლანდიის ნაკრებში თამაშობ გამარჯვება მნიშვნელოვანია. პერიოდების განმავლობაში ჩვენი თამაში ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით ფიზიკურობის თვალსაზრისით. თავი კარგად დავიცავით, ჩვენმა შერკინებამ და მოლმა გამოწვევას თავი დიდებულად გაართვა. 

ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს დასახვეწი, მაგრამ ეს ჩვენი პირველი თამაში იყო 7 თვის განმავლობაში და გამარჯვებით კმაყოფილი ვართ. ვიცით, რომ არის ასპექტები, სადაც მოგვეთხოვება რომ უკეთესები ვიყოთ მომავალ კვირაში, თუმცა დღევანდელი შედეგი სასიამოვნოა. 

წნეხმა, რომელიც ჩვენმა ფორვარდებმა განახორციელეს მეტოქის დაჯარიმება გამოიწვია შერკინებაში და მოლში აშკარად დომინანტები ვიყავით. სასიამოვნოა ფრეიზერ ბრაუნის და სტუარტ მაკინალის მოლიდან დადებული ლელოებით დაბრუნება. 

მოხარული ვარ, რომ ბოლო 10-15 წუთში თამაშის ტემპს მოვუმატეთ და იგივე გავაკეთეთ პირველი ტაიმის მიწურულსაც. ეს ნიშნავს, რომ მორაგბეთა ფიზმომზადება მაღალ დონეზეა" -
განაცხადა თაუნსენდმა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)