შოტლანდია - საქართველოს მატჩის საუკეთესო მოთამაშე ცნობილია

შოტლანდია - საქართველოს მატჩის საუკეთესო მოთამაშე ცნობილია

შოტლანდია საქართველოს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მასპინძელთა მესამეხაზელი და ერთ-ერთი ლიდერ ჰემიშ უოტსონი დასახელდა.

გუშინ შემოგთავაზეთ იმ 3 შოტლანდიელი მორაგბის ჩამონათვალი რომელებიც "ბორჯღალოსნებისთვის" ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ, მათ შორის დასახელებულმა უოტსონმა აღნიშნული მოლოდინები სრულად გაამართლა და დღეს ბრწყინვალე თამაში ჩაატარა. გარდა ერთი ლელოს დადებისა უოტსონმა მოედანზე უდიდესი სამუშაო გასწია, თითქმის ყველა კონტაქტში წინ წაწია ბურთი და მთელი თამაშის განმავლობაში ფაქტობრივად ყველგან იყო.

შოტლანდიელთა მხრიდან დღეს გამოსარჩევი იყო აგრეთვე ფრეიზერ ბრაუნის თამაშიც, რომელმაც ორი ლელოს დადების გარდა, კარგად ითამაშა შერკინებაში, ისევე როგორც აუტებსა და რაქებში ფაქტობრივად შეუმცდარი იყო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)