ბაიონის რიგებში კონსტანტინე მიქაუტაძის დებიუტი შედგება

ბაიონის რიგებში კონსტანტინე მიქაუტაძის დებიუტი შედგება

24 ოქტომბერს ტოპ 14-ის მეექვსე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართება.

"აჟენი" საკუთარ მოედანზე "ბაიონს" დაუხვდება და სტუმარი გუნდის რიგებში საქართველოს ნაკრების მეორეხაზელის კონსტანტინე მიქაუტაძის დებიუტი შედგება, რომელიც ბასკურ კლუბს სამედიცინო ჯოკრის სტატუსით რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და სამთვიანი კონტრაქტი გააფორმა. 29 წლის მხტომელი "აჟენთან" მატჩში თადარიგშია და საკუთარი გუნდის თამაშს შეცვლიდან გააძლიერებს. 

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე 2011-2016 წლებში "ტულონის" ღირსებას იცავდა და 55 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა, შემდეგ კი "მონპელიეს" შეუერთდა, რომლის წევრიც ივნისის ბოლომდე გახლდათ. მან ოთხი არასრული სეზონის განმავლობაში "მონპელიეს" რიგებში 63 შეხვედრა ჩაატარა და 1 ლელო დადო, ხოლო საქართველოს ნაკრების კვართით 64-ჯერ უთამაშია.  


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)