ოფიციალურად: ლეგენდარულმა დევიდ პოქოქმა კარიერა დაასრულა

ოფიციალურად: ლეგენდარულმა დევიდ პოქოქმა კარიერა დაასრულა

ავსტრალიური რაგბის ლეგენდამ დევიდ პოქოქმა, სარაგბო კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა. 

პოქოქმა სანაკრებო კარიერა 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულა, ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ საკლუბო რაგბიდან წასვლაც გადაწყვიტა. 

32 წლის მესამეხაზელს ბოლო პერიოდში ტრავმები ხშირად აწუხებდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამის გამო არ მიუღია. მისი თქმით, მან იგრძნო, რომ რაგბიდან წასვლის დრო გახლდათ.

"მე მომწონს ამერიკელი მწერლის რობ ბელის შემოქმედება. მახსოვს მისი ერთი ნათქვამი, "შეგიძლია წახვიდე, როდესაც შენ იგრძნობ, რომ დასასრულის დროა ან კიდევ, შეგიძლია დარჩე და წახვიდე მხოლოდ მაშინ, როდესაც გექნება ისეთი შეგრძნება, როგორიც განქორწინებაა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი გადაწყვეტილება პირველს შეესაბამება. მართალია ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს სწორი და დროული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ავსტრალიელმა.

პოქოქი, რომელიც ზიმბაბვეშია დაბადებულია, "ვოლაბების" კვართით 2008-2019 წლებში თამაშობდა და 78 მატჩში 9 ლელოს გატანა მოახერხა. ის ბოლოს იაპონიის ჩემპიონატში, "პანასონიკ უაილდ ნაითსში" თამაშობდა.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)