სამხრეთ ამერიკის 4 ერი: არგენტინა XV-მა ბრაზილია იოლად დაამარცხა (VIDEO)

სამხრეთ ამერიკის 4 ერი: არგენტინა XV-მა ბრაზილია იოლად დაამარცხა (VIDEO)

მონტევიდეოში მიმდინარე 2020 წლის სამხრეთ ამერიკის 4 ერის მეორე ტურში არგენტინა XV-მა ბრაზილიის ნაკრები იოლად 40:15 დაამარცხა.

ბრაზილიელებმა პირველ ტაიმში იბრძოლეს და მეტოქე ორჯერ დაალელოვეს. მატჩის პირველი ლელოც სწორედ "ტუპისმა" დადო. არგენტინელებმა ტაიმი 26:12 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ჯამში 25-ქულიანი სხვაობით მოიგეს. 

ტურნირის ბოლო ტური 25 ოქტომბერს გაიმართება: ჩილე თბილისის დროით 21 საათზე ბრაზილიას ეთამაშება, ხოლო 23:45 საათზე არგენტინა XV-ის და ურუგვაის დაპირისპირება დაიწყება. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)