სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

2020 წლის სამხრეთ ამერიკის 4 ერის მეორე ტურში ურუგვაის ნაკრები მონტევიდეოში ჩილეს დაუხვდა და მოულოდნელად დამარცხდა.
ჩილელები როგორც ჩანს სერიოზულ პროგრესს განიცდიან, რადგან გასულ ტურში არგენტინა XV-ს ძალიან დიდი ბრძოლა გაუმართლეს და მხოლოდ გაწითლებული დროის მეექვსე წუთზე გაშვებული ჯარიმით დამარცხდნენ მინიმალური ქულით. ამჯერად კი, თავად იმარჯვეს მინიმალური სხვაობით და თან მსოფლიო თასის მონაწილეს და იქ ფიჯის მომგებ ურუგვაის ნაკრებს სძლიეს, რომელიც ბოლო წლებია თავადაც დიდ პროგრესს განიცდის.
მატჩი ურუგვაის უპირატესობით დაიწყო და საწყის 15 წუთში ფავაროს ლამაზი ლელოთი, გარდასახვით, არეკნით და ჯარიმით 13:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ჩილეც ათამაშდა და ათწუთიან მონაკვეთში ორი საკმაოდ კარგი ლელო დადო, ვიდელამ კი ორივე გარდასახვა გაიტანა. გარდა ამისა, გუნდებმა თითო ჯარიმაც გაიტანეს და ურუგვაიმ ტაიმი 16:17 დათმო.
მეორე ნახევარი მწირქულიანი გამოდგა და გუნდებმა მხოლოდ თითო გარდაუსახავი ლელო დადეს. ჯერ ურუგვაელებმა შეძლეს შეტევის გაშლა, ფეხით გადაკიდებული ბურთს ამაია იოლად დაეუფლა და მეტოქე კიდესთან დაალელოვა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთი ადრე ჩილელებმა მეტოქის 5-მეტრიანში აუტი ააგდეს, რომელიც მოიგეს, მაგრამ მასპინძლებმა თავიდან თავი კარგად დაიცვეს და მოლი წესების დაცვით დაუშალეს, მაგრამ რაქის გვერდით ფრთასთან ახლოს შეცვლაზე შემოსული მესამეხაზელი ესკობარი გამორჩათ, რომელსაც ცხრა ნომერმა ტორეალბამ გაუტანა ბურთი და ჩილელებმა გამარჯვების ლელო გაიტანეს - 21:22.
ტურნირის ბოლო ტური 25 ოქტომბერს გაიმართება: ჩილე თბილისის დროით 21 საათზე ბრაზილიას ეთამაშება, ხოლო 23:45 საათზე არგენტინა XV-ის და ურუგვაის დაპირისპირება დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.