სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

გასულ პარასკევს ჩელენჯ თასის ფინალურ მატჩში, რომელშიც "ბრისტოლმა" "ტულონი" დაამარცხა, ინგლისელთა სუპერვარსკვლავმა სემი რადრადრამ მატჩის ბოლოსკენ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
დღეს "ბრისტოლის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გვაუწყა, რომ 28 წლის შუამარბს მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული, ტრავმა სერიოზულია და ნოემბრის ბოლომდე მისი თამაში გამორიცხულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სემი შემოდგომის ერთა თასის მინიმუმ ორ საწყის შეხვედრას გამოტოვებს, რომლებშიც ფიჯი საფრანგეთს (15 ნოემბერი) და იტალიას (21 ნოემბერი) შეერკინება, ხოლო უარეს შემთხვევაში 8 ერის ტურნირზე საერთოდ ვერ ითამაშებს, რაც ფიჯის ნაკრებისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.
რადრადრამ რაგბი ლიგიდან (13-კაცა რაგბი) 15-კაცაში 2017 წელს გადაინაცვლა და "ტულონს" მიაშურა, სადაც 23 მატჩში 4 ლელოს გატანა მოახერხა და "ბორდოს" მიაშურა. მან ჟირონდაში ორი არასრულისეზონი გაატარა და 34 მატჩში მოწინააღმდეგეთა ლელო 11-ჯერ აიღო, ზაფხულში კი ინგლისს მიაშურა და "ბრისტოლში" ჩაირიცხა, სადაც 11 მატჩში 3 ლელოს გატანა და ჩელენჯ თასის მოგება მოასწრო. სემის ფიჯის 15-კაცა ნაკრებში დებიუტი 2018 წლის 16 ივნისს საქართველოსთან მატჩში ჰქონდა და სადებიუტო მატჩშივე ლელო გაიტანა, მას შემდგომ კი 10 სანაკრებო კეპს მოუყარა თავი და 5 ლელო მიითვალა.
რადრადრას გარდა, ფიჯის ტრავმირებულები ჰყავს წამყვანი მესამეხაზელები პესელი იატო და ვილიამე მატა. იატოს 8 ერში თამაში გამორიცხულია, ხოლო მატამ, შესაძლოა, ბოლო ორ მატჩში ითამაშოს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.