ლეგენდარული ალან უინ ჯონსი შაბათს მსოფლიო რეკორდს გაიმეორებს

ლეგენდარული ალან უინ ჯონსი შაბათს მსოფლიო რეკორდს გაიმეორებს

24 ოქტომბერს "სტად დე ფრანსზე" გასახურებელ ტესტ-მატჩში ერთმანეთს საფრანგეთის და უელსის ნაკრებები შეერკინებიან. 

ცნობილია ორივე გუნდის შემადგენლობა. უელსის ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია ლეგენდარული მეორეხაზელი ალან უინ ჯონსი, რაც იმას ნიშნავს, რომ შაბათს "სტად დე ფრანსზე" მსოფლიო რეკორდი გამეორდება. 35 წლის მორაგბე საფრანგეთთან მატჩში 148-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს, რითაც "ოლ ბლექსის" ლეგენდარულ კაპიტანს რიჩი მაკქოუს გაუთანაბრდება, რომელსაც აქამდე სანაკრებო რაგბიში ყველაზე მეტი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული. ჯონსის კეპებში ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში ჩატარებული 9 მატჩიც შედის.  

ალან უინ ჯონსის უელსის ნაკრების რიგებში 2006 წლიდან თამაშობს და 138 მატჩში 9 ლელო აქვს გატანილი. მას ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015, 2019) უთამაშია და 21 თამაშში 3 ლელო დადო. ჯონსს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამ ტურნეზე (2009, 2013, 2017) აქვს ნათამაშები და როგორც ვთქვით, აქედან 9 მატჩი სანაკრებო კეპებში ითვლება. ალან უინს მთელი საკლუბო კარიერა "ოსპრისში" აქვს გატარებული და 2005 წლიდან მოყოლებული 245 ჩატარებულ შეხვედრაში 24 ლელო გაიტანა. 

ზემოხსენებული შეხვედრა შაბათს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)