ლუკა ჭელიძე მიმდინარე სეზონში ტოპ 14-ში პირველ შეხვედრას ჩაატარებს

ლუკა ჭელიძე მიმდინარე სეზონში ტოპ 14-ში პირველ შეხვედრას ჩაატარებს

პარასკევს ტოპ 14-ის მეექვსე ტურის გახსნითი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც "ტულონი" "სტად მაიოლზე" "კასტრს" დაუხვდება.

მიმდინარე სეზონში "ტულონის" რიგებში პირველად ითამაშებს 20 წლის მარჯვენა ბურჯი ლუკა ჭელიძე, რომელიც მარქაფაში იქნება. ახალგაზრდა ქართველმა პირველხაზელმა გასულ სეზონში ტოპ 14-ში ორი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო წლევანდელ სეზონში პირველად გამოჩნდა განაცხადში.

ხვალინდელი მატჩისთვის "ტულონს" ორი მარჯვენა ბურჯი დააკლდება: ბექა გიგაშვილი და ემერიკ სეტიანო. ორივე მათგანს ტრავმა აწუხებთ. გარდა ამისა, გიგაშვილი, რომელმაც გასულ პარასკევს ჩელენჯ თასის ფინალში მტკივანი ფეხით ითამაშა, ნაკრებშიცაა გამოძახებული, მაგრამ "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ ის მოთამაშეების ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებას არ აპირებს და ბექა შოტლანდიასთან მატჩს გამოტოვებს.

ზემოხსენებული შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)