სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

პარასკევს პრო დ2-ის მეშვიდე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართება, რომლებშიც 10 ქართველი მორაგბე მიიღებს მონაწილეობას.
"პერპინიანი" საკუთარ კედლებში "მონტობანს" დაუხვდება. კატალონიური კლუბის ძირითად შემადგენლობაშია გამოცდილი მარჯვენა ბურჯი დავით ქუბრიაშვილი, რომელიც როგორც ჩანს ახალ გუნდს კარგად მოერგო და "სტად ემ ჟირალზე" გადასვლის შემდეგ ზედიზედ მესამე მატჩს ჩაატარებს. მას "პერპინიანის" რიგებში დებიუტი 10 ოქტომბერს ჰქონდა, როდესაც ყოფილი კლუბის "გრენობლის" წინააღმდეგ შეცვლაზე შემოვიდა, ხოლო გასულ ტურში "ნევერთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ.
"ვალანს რომანი" "სტად ჟორჟ-პომპიდუზე" "ბეზიეს" უმასპინძლებს. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაშია მარჯვენა ბურჯი მირიან ბურდული.
"ოიონა" "სტად შარლ მასონზე" "ორიაკს" მიიღებს. "ოიონას" ძირითად შემადგენლობაშია გამოცდილი მარჯვენა ბურჯი ირაკლი მირცხულავა. ორიაკელთა განაცხადში კი სამი ქართველი მორაგბეა. სასტარტო თხუთმეტეულშია ფრთა გიორგი გოგოლაძე, რომელსაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული - 4 სექტემბერს "ვანთან" საგარეო მატჩში შეცვლაზე ბოლო ნახევარი საათი ითამაშა. მარქაფაში არიან ჰავბექი მიხეილ ალანია და მარჯვენა ბურჯი ჯემალ შატირიშვილი.
"ანგულემი" "სტად შანზიზე" "კარკასონს" ეთამაშება. მასპინძელთა თადარიგში სამი ქართველია: ვეტერანი მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი და ბურჯები ლუკა გოგინავა და ზაურ თევდორაშვილი.
ეს ოთხი შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
"ვანი" "სტად დე ლა რაბინზე" "გრენობლს" დაუხვდება. სტუმართა თადარიგშია მარცხენა ბურჯი ნიკა ღვალაძე, რომელიც წლევანდელ სეზონში პრო დ2-ში პირველად ითამაშებს, ხოლო გასულ სეზონში "გრენობლის" ძირითად გუნდში ერთხელ ვიხილეთ. ეს შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.