სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ფრანგული პრესის ცნობით, გადაწყდა, რომ საფრანგეთის ნაკრები შემოდგომის ერთა თასის (8 ერის) პირველ ტურში ფიჯის ნაკრებს ქალაქ ვანში, "სტად დე ლა რაბინზე" უმასპინძლებს.
თავდაპირველად გადაწყვეტილი გახლდათ, რომ "ლე ბლე" 15 ნოემბერს ფიჯის სენტ-ეტიენში დაუხვდებოდა, მაგრამ პანდემიამ ადგილობრივი ხელისუფლება და საფრანგეთის რაგბის კავშირი იძულებული გახადა, რომ ლოკაცია შეეცვალათ. იქიდიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო და ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით 9 ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ პარიზში კომენდანტის საათი გამოცხადდა და მოქალაქეების 21 საათიდან დილის 6 საათამდე გარეთ გამოსვლა აეკრძალათ. ზემოხსენებულ ქალაქებს შორის მოხვდა სენტ-ეტიენიც. შესაბამისად, თუ მატჩი კვლავ "სტად ჟოფრუა-გიშარზე" გაიმართებოდა, მაყურებლების დაშვება ვერ მოხდებოდა, რაც არავის აწყობდა.
ახალი გადაწყვეტილების თანახმად მატჩს ვანი უმასპინძლებს. ეს გახლავთ ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთის, დასავლეთ ბრეტანის ქალაქი, დეპარტამენტ მორბიანის ადმინისტრაციული ცენტრი. 2017 წლის მონაცემებით ქალაქში 53352 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში პანდემიის მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საფრანგეთის დიდ ქალაქებში და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მატჩს 5000 გულშემატკივარი დაესწრო.
ქალაქ ვანის ადგილობრივი კლუბი პრო დ2-ში ასპარეზობს, სტადიონი "სტად დე ლა რაბინი" კი 9500 გულშემატკივარს იტევს.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ქალაქ ვანის მერმა დევიდ რობომ: "ეს არაჩვეულებრივი სიახლეა. ჩვენი ქალაქი არ იყო კანდიდატი ასეთი მატჩის მასპინძლობის, მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარების შემდგომ ფედერაცია ჩვენს კლუბს დაუკავშირდა. ასეთ დროს, როდესაც მატჩს მხოლოდ 5000 გულშემატკივარი უნდა დაესწროს, პატარა სტადიონზე თამაში გაცილებით უკეთესი სანახავია, ვიდრე ვთქვათ 30000-40000-ათასიან სტადიონზე."
"სტად დე ლა რაბინზე" 2013 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, 2018 წელს კი ქალთა 20-წლამდელთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი. 2019 წლის 3 თებერვალს კი საფრანგეთმა 20-წლამდელთა 6 ერში უელსს სწორედ "სტად დე ლა რაბინზე" უმასპინძლა და 32:10 სძლია.
საფრანგეთის და ფიჯის ნაკრებები ერთმანეთს 15 ნოემბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაუპირისპირდებიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.