სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

როგორც იცით, ჩვენი ვებგვერდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ გააშუქოს საინტერესო ამბები, რომლებიც მეორე და მესამე ეშელონის განვითარებად ქვეყნებს ეხება. ამჯერად მოლდოველი მორაგბის წამყვან ჩემპიონატში გადასვლის შესახებ გაუწყებთ.
29 წლის მეორეხაზელი ანდრეი მაჰუ, რომელსაც მოლდოვის ნაკრებში 24-ჯერ უთამაშია, კარიერას ინგლისის პრემიერშიპში, კონკრეტულად კი "ლონდონ აირიშში" განაგრძობს. ის ახალ კლუბს პრემიერშიპის 2020/2021 წლების სეზონის დაწყებისთანავე შეუერთდება.
"ის მოუტანს გამოცდილებას ჩვენს შერკინებას და შემატებს მეტ სიღრმეს ჩვენს მეორე ხაზს", - განაცხადა "ლონდონ აირიშის" სარაგბო დირექტორმა დექლენ კიდნიმ.
მაჰუ 2017 წლიდან "კრასნი იარის" ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლების სეზონში იტალიურ "ძებრეში" თამაშობდა და მაშინდელ პრო 12-ში 6 შეხვედრა ჩაატარა. გარდა ამისა, ის იტალიის ჩემპიონატში "პიაჩენცაში" ასპარეზებოდა, ხოლო რუმინეთის ჩემპიონატში "ტიმიშოარა სარასენსის" და "ფარულ კონსტანცას" ღირსებას იცავდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.